აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩვნებში თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხდა, აღნიშნა, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას უჭერს მხარს და დემოკრატებსაც იგივესკენ მოუწოდებს.
„დროა, გავერთიანდეთ და ტრამპი დავამარცხოთ“, - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, ის აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე საპრეზიდენტო ვადით გამარჯვებისთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო".