ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არცერთი პუნქტი არ დაემატება, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა, საბოლოო ჯამში, შემცირდეს ერთი მესამედით, რათა ჩვენ არა გავუთანაბრდეთ, არამედ შანსი გაგვიჩნდეს, ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს. 1 000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად. საბოლოო ჯამში, ამნისტია, მუხლები, რომლებიც უკვე მითითებულია ამნისტიაში, ეხება 5 000-მდე პატიმარს. ვერ ვიტყვი, რომ უპრეცედენტოა, თუმცა არის ძალიან მასშტაბური. ნურავინ ითაღლითებს, თუკი რამე არ მოხდება, ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არცერთი პუნქტი არ დაემატება. სერიოზული კორექტივები არ იქნება, მაგრამ სხვადასხვა მუხლსა და პუნქტთან დაკავშირებით თუკი რაიმე ცვლილებები იქნება, მხოლოდ მყარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.