კობახიძის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს თავისი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იწვევენ საერთაშორისო ფორუმებში და ისინი არ იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში.“ - განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძის დიდ ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით,
„საქართველოს ხელისუფლება იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში. ის, რომ კობახიძე არის გაერთიანებულ სამეფოში, არ ნიშნავს, რომ მას აქვს მაღალი დონის შეხვედრები, მაღალი დონის შეხვედრა არ ჰქონია. პრემიერ მინისტრის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იწვევენ საერთაშორისო ფორუმებში და ისინი არ იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება არის ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში, ამას ადასტურებს თუნდაც ის კადრები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა იხილეს გუშინ.“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ.