ბევრი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი, ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება, შეიცვლება მათ შორის დამოკიდებულებებიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის არცერთი ეტაპი ადვილი არ ყოფილა, არავის არაფერი უჩუქებია.
„ახლა საუბრობენ იმაზე, რომ სანქციებს არავინ გვთხოვდა - ძალიან კარგადაც გვთხოვდნენ. საჯაროდ არ ამობდნენ, მაგრამ კარს მიღმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ. ახლა რიტორიკა შეცვალეს და ამბობენ რომ რუსები შემოვიდნენ, რატომ შეცვალეს რიტორიკა?! იმიტომ, რომ მათ მოუწევთ ხალხთან მისვლა და ხალხისგან მიიღებენ ბრაზს ბრაზს მათი მაშინდელი საუბრების გამო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.