დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბლენჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდა.
სამეფო ოჯახის პრესსამსახურმა ჩარლზ III-ისა და ზელენსკის შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.
„დღეს მეფემ მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბლენჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრის შემდეგ“, - ნათქვამია ტექსტში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობასა და მეფეს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის რუსეთთან ომში.