საქართველოში არსებობს მდუმარე უმრავლესობა, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომლებსაც უნდათ ცვლილება, მაგრამ ენმ-ს და მათთან ახლოს მყოფ პარტიებს ხმას არ მისცემს,- ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
„ჩვენ შევქმნით გუნდს, სადაც ყველას განსხვავებულობა, როგორც ქართულ სიმღერაშია, იქნება პატივცემული და უეჭველი მოეწონება ქართველ ხალხს. იმიტომ, რომ ხალხი დაინახავს და გუშინაც ჩანდა, არიან პენსიონერები, სტუდენტები, ინჟინრები, სტუდენტები, ახალგაზრდები. სიმღერა, ხომ იცით, ჩვენ ვართ საქართველო - ჩვენ ვართ საქართველო..
საქართველოში არსებობს მდუმარე უმრავლესობა, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომლებსაც უნდათ ცვლილება, მაგრამ ენმ-ს და მათთან ახლოს მყოფ პარტიებს ხმას არ მისცემს. საქართველოს მომავალს სჭირდება, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანი, იმიტომ, რომ ისინი არჩევნებზე უნდა მოვიდნენ და ასე, ორი სხვადასხვა ფრონტით ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ ტვ პირველის ეთერში.