გასახარელია თუკი ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
"გასახარელია თუკი ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისთვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო, არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს და უშველებელია სია იმ სიკეთეების რაც ქვეყანას გაუკეთა... დღეს ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის ეს არის ცუდი, ძალიან კარგი თუ მდიდარია, თუ კიდევ უფრო გამდიდრდება კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.