უხერხული და სამარცხვინოც კი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს და ლომჯარიას, შავ ფულს, - ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩიც და თავად ევროკავშირის სტრუქტურებიც მიხდვებიან ქართველი ხალხის ნებას, რომ ჩვენ სუვერენიტეტი და გამჭვირვალობა გვინდა. უხერხული და სამარცხვინოც კი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს და ლომჯარიას, შავ ფულს, არაგამჭვირვალე პროცესებს, რაზეც კანონი მივიღეთ. ყველა უნდა დაფიქრდეს, როცა ქართულ სახელმწიფოს ესაუბრებიან. ვინც სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა, იმ ჯარის დაფინანსებაზე უარს ამბობენ და „მოლიტოვის კოქტეილის“ დასაფინანსებლად მიმართავენ ამ თანხებს, ეს სამარცხვინოა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.