"მართლაც ხომ არ არის იდეა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს იმ რიტორიკაზე რეაგირება, რომელიც თუნდაც დღევანდელ ევროკომისარს, ესტონეთის ყოფილ პრემიერს ჰქონდა საქართველოს მიმართ. ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში. არის მედლის მეორე მხარე, რომელიც ავლენს გარკვეულ რადიკალურ პოზიციას, რომელსაც უხარია, რომ გერმანია ასეთ განცხადებას აკეთებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
პეტერ ფიშერმა განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს. გერმანიის სამხედროებმაც გააუქმეს მონაწილეობა ახალ პარტნიორობაში. ჩვენ გავაუქმეთ პროგრამა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ახლა ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს“.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის კურსის გამო საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.