გადავწყვიტეთ, აღარ ავიღოთ საქართველოსთან საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ელჩის თქმით, დააკვირდებიან სიტუაციას და შემდგომ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს. გერმანიის სამხედროებმაც გააუქმეს მონაწილეობა ახალ პარტნიორობაში. ჩვენ გავაუქმეთ პროგრამა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ახლა ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა. ჩვენ ვიყავით აშშ-თან ერთად საქართველოს თავდაცვის საუკეთესო პარტნიორი, სწორედ აქ გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით“, – განაცხადა ფიშერმა.