დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დღევანდელ თავდასხმას ეხმიანება.
„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, - წერს კირ სტარმერი X-ზე.
დღეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა.