აშშ-მა საქართველოსთან სრულფასოვანი, ყოვლისმომცველი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, - ამის შესახებ პოლიტიოლოგმა გია ხუხაშვილი შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთენბსი გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერობები ძალიან გაცივდა.
“აშშ-მა დაიწყო სრულფასოვანი, ყოვლისმომცველი გადახედვა საქართველოსთან ურთიერთობების და ეს დეგრადაციის პროცესის შემდგომი ეტაპია. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ამ მძიმე სამყაროში, სადაც გლობალური ცივი ომი მიმდინარებს, უსაფრთხოების თემები არის პრიორიტეტული და ჯარმა განსაკუთრებით კარგად იცის, თუ რას ნიშნავდა ეს წვრთნები, სასიცოცხლოდა მნიშვნელოვანი იყო ქართული არმიისთვის, მაგრამ გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში ატარებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვთ, ძალიან გაცივდა, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.