1 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0114 ლარი გახდა.
0.43 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5496 ლარი გახდა.
ლარი ლირასთან მიმართებითაც გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.57 თეთრი შეადგინა.