სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალაქ კერატიეას მახლობლად ტყის მასტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის გამო მიმდებარე ოთხი ქალაქიდან მოსახლეობა იძულებული გახდა უსაფრთხო ადგილებში გადასულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ძლიერი ქარის გამო კი ხანძრის ქრობის პროცესი რთულდება.
შემთხვევის ადგილზე 78 მეხანძრე-მაშველი 26 ერტეული ტექნიკა მუშაობს. მათ ეხმაერება ორი ვერტმფრენი.
ოთხი დასახლების მაცხოვრებლებმა სამაშველო სამსახურიდან მიიღეს შეტყობინება გადასულიყვნენ ქალაქ ლავრიონის მიმართულებით.