ლივერპულის მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი თანამდებობიდან გაათავსუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება "ლივერპულის" უფროსობამ კლუბის არასტაბილური თამაშის გამო მიიღეს.
ჰოჯსონის ნაცვლად სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი კენი დალგლიში შეასრულებს.
"ძალიან მოხარული ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლივერპული გაძლიერდეს და ძველებურ დიდებას დაუბრუნდეს, თუმცა ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო", - განაცხადა კენი დალგლიშმა.
დალგლიშის დებიუტი დღეს შედგება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ლივერპული" სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
59 წლის დალგლიშს "ლივერპულის" შემადგენლობაში 515 თამაშში 172 გოლი აქვს გატანილი.