ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრი პაველ ფროლოვი Telegram-არხზე წერს.
„ბუქარესტში ზაფხულის სესიის გახსნის დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის 10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ დააღიარებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის და მისი შეიარაღებული ძალების ქმედებებს სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინელი ხალხის გენოციდად, - წერს ფროლოვი.
ამასთან, ფროლოვი აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციის აუცილებლობას, როგორც „მუდმივი მშვიდობის დამყარების გარდაუვალ წინაპირობას“.