ესტონეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შემცვლელი დაასახელა.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ესტონეთის „რეფორმის“ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კლიმატის საკითხებში მინისტრის, კრისტენ მიხალის კანდიდატურა წარადგინოს.
კრისტენ მიხალმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია ესტონეთის უსაფრთხოება.
„ესტონელები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სახლი და ქვეყანა დაცულია და რომ სახელმწიფო კარგად იმართება. კოალიციის შეთანხმების გადახედვისას, ეროვნული თავდაცვა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სახელმწიფო ფინანსების შემდგომი მოწესრიგება იქნება აბსოლუტური პრიორიტეტები..
ესრონეთი იქნება შესანიშნავი ადგილი ბიზნესისთვის, საცხოვრებლად და ბავშვების აღზრდისთვის, ქვეყანა, რომლითაც შეგიძლია იამაყო“, - თქვა მიხალმა.
კაია კალასი, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, 9-11 ივლისს ნატო-ს სამიტს ეწვევა, რის შემდეგაც ის პოსტს დატოვებს.