რუსთავში, მე-17 მიკრო/რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი საცხოვრებელი ბინის საშრობში გაჩნდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მოზარდის ყვირილის ხმა გაიგო, რა დროსაც აივნიდან გადაძვრა და არასრულწლოვანი ადგილიდან გამოიყვანა.
„ცეცხლი იყო და დავინახე, შველას ითხოვდა. ავედი და გადმოვიყვანე, მერე გამოვარდა ცეცხლი შოკში იყო ბავშვი. დაახლოებით 12-13 წლის იყო, სახეზე არც დამინახავს. გარედან ავედი "ტრუბებზე" და ისე გამოვიყვანე... მეც ისე ვარ, სულ მაკანკალებს ახლა", - უთხრა "ინფო რუსთავს" პირმა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.