კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კანადის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსად გენერალ-ლეიტენანტ ჯენი კარიგნან ს დანიშნავს. ამრიგად, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.ინფორმაციას CBC News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარიგნანი გენერალ უეინ ეირს ჩაანაცვლებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ თანამდებობის შექმნის შემდეგ, 1964 წლიდან, ამ უწყებას 21 უფროსი ჰყავდა და ყველა მათგანი კაცი იყო.
კარიგნანს აღნიშნული თანამდებობა ოთხშაბათს შესთავაზეს და ისიც დათანხმდა.
ტრუდო ოფიციალურად მისი დანიშვნის შესახებ, სავარაუდოდ, სამშაბათს, 2 ივლისს გამოაცხადებს.