ჯო ბაიდენის კამპანიის სპიკერმა სეთ შუსტერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ მოხსნის თავის კანდიდატურას ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ.
კითხვაზე 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ბაიდენის გამოთოშვის შესახებ, მისი კამპანიის წარმომადგენელმა მოკლედ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ის არ ეთიშება“.
თავად ბაიდენმა მანამდე პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ "ძნელია დებატები "მატყუარასთან" (იგულისხმება დონალდ ტრამპი).
ბაიდენის გამოსვლა ტრამპთან დებატებზე ძირითადად უარყოფითად შეფასდა დემოკრატიულ პარტიაში.
დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტის ხმა ხშირად უხეში იყო, რასაც თეთრმა სახლმა მოგვიანებით გაციებას მიაწერა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ბაიდენმა ვერ შეძლო თავისი მოსაზრებების მკაფიოდ ჩამოყალიბება.
მედიის ცნობით, დებატებზე წარუმატებელი გამოსვლის გამო, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ბაიდენის საარჩევნო სიაში ჩანაცვლებაზე მსჯელობენ.
ამასთან, CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 67% მიიჩნევს, რომ დებატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 565-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.
ასევე გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ ბაიდენს არ ენდობა ქვეყნის მართვაში, ხოლო ტრამპს - 44%.