რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანეს.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის ძალების თავდასხმას სოფელ ზოლოტაია ბალაკში ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი.
ოკუპანტების ცეცხლის ქვვეშ მოექცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, მაღაზიები, 17 კერძო სახლი, სახელოსნო, სასწრაფო დახმარების მანქანა და რამდენიმე ავტომობილი.