რუსეთში სარკინიგზო კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ინციდენტი კომის რესპუბლიკაში მოხდა. ვორკუტა-ნოვოროსიისკის რეისის სამგზავრო მატარებლის ცხრა ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მატარებელში ამ დროს 195 მგზავრი და რკინიგზის 20 თანამშრომელი იმყოფებოდა.
ამჟამად საავადმყოფოში რვა ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგის დაზიანება სახელდება.