სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა ივლისში სამხედრო-საინჟინრო ძალებს ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში "აღდგენით სამუშაოებში" მონაწილეობისთვის გაგზავნის.
ტელეარხ Chosun-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეას ჰყავს 10 საინჟინრო ბრიგადა და შეუძლია ყოველწლიურად მიიღოს 115 მილიონი დოლარი რუსეთისგან, თუ ის სამ ან ოთხ საინჟინრო ბრიგადას გაგზავნის ოკუპირებულ უკრაინაში.
ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს შექმნას მეგობარი სახელმწიფოების კოალიცია, რომლებსაც კარგი ურთიერთობები ჰქონდათ საბჭოთა კავშირთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამთან, რათა შეიქმნას ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის საფუძველი.
ISW ჯერ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ძალებმა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის პირდაპირმა საინჟინრო მხარდაჭერამ, შესაძლოა, გაათავისუფლოს რუსული საბრძოლო ძალა ფრონტის ხაზის გასწვრივ ოპერაციებისთვის და ხელი შეუწყოს რუსეთის ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და თავდაცვითი სიმაგრეების გაფართოებისთვის.