პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, ააშენოს თავდაცვითი ხაზი რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ, რათა დაიცვას ევროკავშირი სამხედრო საფრთხეებისა და მოსკოვის სხვა მავნე ქმედებებისგან. იუწყება Reuters.
„რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობა გადაჭრის მნიშვნელოვან და გადაუდებელ აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ევროკავშირი სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან“, - ნათქვამია აღნიშნული ქვეყნების ლიდერების წერილში.
წინადადება განიხილება 27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე.
ჰიბრიდული საფრთხეები მოიცავს სამხედრო და არასამხედრო, ასევე ფარული და აშკარა საშუალებების ერთობლიობას, მათ შორის დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს.
ზოგიერთმა ევროპელმა დიპლომატმა ასეთი თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან და ბელარუსთან 700-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროდ (2,67 მილიარდი დოლარი) შეაფასა.
მანამდე საბერძნეთმა და პოლონეთმა დააყენა ინიციატივა, შეიქმნას საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელის რკინის გუმბათის მოდელის მიხედვით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სხვადასხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებს.