საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში ერთ-ერთი იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.