გადაუღებელმა წვიმამ მარტვილში პრობლემები შექმნა. დატბორილია საკარმიდამო ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საავტომობილო გზები.
პრობლემებია ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბანძაში, ნაგვაზაოსა და ლეხაინდრაოში. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
პრობლემურ ადგილებში სამაშველო ჯგუფები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. დღის პირველ ნახევარში მარტვილის ზედა ზონის სოფლებში ქარბორბალამ კერძო სახლს სახურავი გადახადა.