კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ თქვა, რომ გაიწვევს გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს, რასაც საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.
პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ კენიელებს აღნიშნული კანონპროექტი არ სურთ ამიტომ, იგი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და შესაბამისად დოკუმენტი უკან იქნება გაწვეული.
"ყურადღებით ვუსმენ კენიელი ხალხის ხმას, მე ვნებდები და შესაბამისად ხელს არ მოვაწერ 2024 წლის კანონპროექტს გადასახადების გაზრდის შესახებ, ის იქნება უკან გაწვეული. ხალხმა თავისი სათქმელი თქვა". – თქვა რუტომ.
25 ივნისს კენიაში კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ნაირობიში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა სცადეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
პრეზიდენტმა რუტომ ასევე თქვა, რომ დასჯიან დემონსტრანტების დახოცვაში პასუხისმგებელ პირებს.
რუტოს თქმით, იგი აპირებს ახალგაზრდებთან დიალოგის დაწყებას და ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ზომებზე მუშაობას.