ქუთაისში სტიქიას ებრძვიან. ქალაქში ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზას და კორპუსის ეზოები დატბორა.
პრობლემებია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეც. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. ამასთან, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ნაწილი.
გზებზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.