ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. შემზღუდავი ზომები მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ დაწებული სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.
ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგიის ხელისუფლება ავრცელებს.
"ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე", - წერს ბელგიის მთავრობა X-ზე.
ჯერ უცნობია,რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი.