ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში პოლიციამ ოთხი კაცი დააკავა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის სახლში უკანონო შეჭრის ბრალდებით.
შემთხვევა სოფელ კირბი სიგსტონში, სუნაკის საარჩევნო ოლქის მისამართზე მოხდა. ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში იაპონიის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებოდა.
ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციამ განაცხადა, სუნაკის სახლში უცნობი პირების შესვლის შემდეგ ოფიცრები შემთხვევის ადგილზე ერთ წუთში მივიდნენ.
დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა დაზუსტებულია, რომ ისინი 20, 21, 43 და 52 წლისანი არიან დაინგლისის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ.