კენიის დედაქალაქ ნაირობიში საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გადასახადების გაზრდის ინიციატივას აპროტესტებდნენ, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.
პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა დამათ წინააღმდეგ ცრემლსდენი გაზი გამოიყენა. შედეგად სულ მცირე ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი. იუწყება Reuters.
მომხდარის შემდეგ, კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოება მისი „უმაღლესი პრიორიტეტი“ იყო.
კენიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები თავიდან მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა 25 ივნისს ძალდობაში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განლაგებული ბარიერები დაანგრიეს და რამდენიმე ადგილას ცეცხლი წაუკიდეს შენობას, გაანადგურეს ავეჯი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის წევრებს გაქცევა სარდაფის გადასასვლელებიდან მოუწიათ.
გვიან საღამოს ცეცხლი წაუკიდწეს და გაძარცვეს ნაირობის რეგიონული მთავრობის შენობაც.
გავრცელდა ცნობები მთავრობის შენობების, პარლამენტარების ოფისებისა და მანქანების გაძარცვისა და დაწვის შესახებ. ასევე მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართებოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ახალი საგადასახადო კანონის გასაპროტესტებლად , რომელიც სამშაბათს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
დეპუტატების ორმა მესამედმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა და დოკუმენტი ხელმოწერისთვის ქვეყნის პრეზიდენტს უილიამ რუტოს გადაეგზავნა.