ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. “ მთავარი არხის“ ცნობით, ცოლ-ქმარი მანქანაში იჯდა, რა დროსაც ძლიერი ქარი ამოვარდა, რის შედეგადაც წაქცეული ხე ავტომობილს დაეცა, მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა. ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქარიშხლის შედეგად დაზიანდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის შიდა და გარე ტერიტორია, წაიქცა ხეები, დაზიანდაელექტროგადამცემი ბოძების კაბელები, რის გამოც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.