ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, - ამ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიცუპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ქარიშხალის შედეგად დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები.