უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. იუწყება გერმანული გამოცემა Bild
შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.
ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.