დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია 46 ადამიანი. დაღუპულთა შორის 15 პოლიციელი და 5 სამოქალაქო პირია.
შვიდი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.
დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.
ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი.
ორ ტერაქტში სერგოკალინსკის ოლქის გამგებლის, მაგომედ ომაროვის ორი შვილი, ოსმან და ადილ ომაროვები, მონაწილეობდნენ.
დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.