ვიეტნამი შეერთებულ შტატებს განიხილავს "სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად" და გეგმავს გააძლიეროს პარტნიორობა თეთრ სახლთან ეკონომიკურ, საინვესტიციო და ეკოლოგიის სფეროებში. ამის შესახებ ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუი ტანჰ სონმა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან დანიელ კრიტენბრინკთან შეხვედრისას განაცხადა.
კრიტენბრინკი ვიეტნამში სამუშაო ვიზიტით 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ ჩავიდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა იმავე დღეს შედგა.
„ვიეტნამი მზადაა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან, რათა ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ეფექტური, სტაბილური და მნიშვნელოვანი განვითარებისთვის, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ინსტიტუტების პატივისცემაზე“, - განაცხადა ბუი ტანჰ სონმა.
თავის მხრივ, დანიელ კრიტენბრინკმა დაადასტურა აშშ-ის ერთგულება ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებულ ვიეტნამის მხრადჭერისადმი.