პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ვიზიტის მიზანია ჩინეთის ლიდერთან უსაფრთხოების საკითხების, უკრაინაში რუსეთის ომის და ეკონომიკური საკითხების განხილვა.
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარუდგენს ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ევროპის უსაფრთხოების შესახებ ვითარებას“.
„ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში, ისევე როგორც ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმები პოლონეთის საზღვარზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლება მუდმივად უბიძგებს მიგრანტებს ჩვენკენ ბოლო სამი წლის განმავლობაში და აიძულებს მათ სცადონ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“, - თქვა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, ჩინეთის გავლენა რუსეთზე დიდია.
„რუსეთი დღეს არის აგრესორი უკრაინაში და ეს არის ის, რაც მე მსურს განვიხილო ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინ პინთან, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხედვის წარდგენა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დუდამ.