რუსეთის ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებში გასული ღამის განმავლობაში ათობით დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი იუწყება. მისი თქმით, ღამით ბრიანსკის ოლქის თავზე 30 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი ცნობით, იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დრონებით თავდასხმის შესახებ სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილი ანოხინიც იტყობინება, თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.