ისრაელის რამდენიმე ქალაქში ჰამასის მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.
თელ-ავივში აქციის ორგანიზატორების თქმით, დაახლოებით 150 000 ადამიანი მონაწილეობდა, რაც ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
დემონსტრანტებმა კვლავ გააკრიტიკეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა და მოითხოვეს შეთანხმების მიღწევა ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელელი დაბრუნებაზე - "ცოცხლების და არა ტომრებIშ გახვეული ცხედრების".
ოფიციალური მონაცემებით, ტერორისტულ ორგანიზაციას ღაზის სექტორში 120-მდე ისრაელელი ჰყავს დატყვევებული. თუმცა, Wall Street Journal იტყობინება, რომ მათგან მხოლოდ 50 შეიძლება რეალურად იყოს ცოცხალი.
აქციის მონაწილეები ეროვნული უშიშროების მინისტრს იტამარ ბენ-გვირის „ტერორისტად“ მოიხსენიებდნენ.
დემონსტრანტები მას ადანაშაულებენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და ჰამასის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესთავაზა მაისის ბოლოს. ამავდროულად, "ბაიდენის გეგმა" ჰამასის წარმომადგენლებმაც უარყვეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, 27 ივნისს ისრაელში იქნება "გამაფრთხილებელი გაფიცვა, ისინი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ, ამ დღეს არ წავიდნენ სამსახურში და არ გაგზავნონ შვილები სკოლაში.