უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ძალებმა კრასნოდარის მხარეში „შაჰედების“ საწყობი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის კრასნოდარის მხარეში შაჰედის ტიპის დრონების საწყობის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განადგურებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საწყობი განადგურდა უკრაინის საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით.
„ახალი სატელიტური ფოტოები ადასტურებს 21 ივნისის ღამეს შაჰედების საწყობისა და სასწავლო შენობების, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის მართვისა და საკომუნიკაციო პუნქტების განადგურებას კრასნოდარის მხარეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, ასევე განადგურდნენ კვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებიც წვრთნიდნენ პერსონალს შაჰედის გაშვების შესასრულებლად და ამზადებდნენ კურსანტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ირანული უპილოტო სისტემების გამოყენებით.