"ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!", - ამის შესახებ თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს.
პროფესორი გიორგი გახელაძე თბილისში, სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები.