არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა.
ამის შესახებ შტატის პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლიციის ცნობით, დაშავებულებს შორის პოლიციის ორი ოფიცერია.
ასევე დაჭრილია თავდასხმაში ეჭვმიტანილი 44 წლის კაცი. ის დაკავებულია. პოლიციის განცახდებით, ის მარტო მოქმედებდა.
შემთხვევა ქალაქ ფორდაისში მოხდა. ამ დროისთვის, საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.