უკრაინული მედიის ცნობით, 22 ივნისის ღამეს რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ლვოვის რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.
ლვოვის საოლქო ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზაცკის სიტყვებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.
თავდასხმის შედეგების შესახებ ვრცელ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება მოგვიანებით გაავრცელებს.