ნიდერლანდები, კიდევ ერთ ქვეყანასთან ერთად, უკრაინას Patriot-ისსაზენიტო-სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. მას არ დაუსახელებია მეორე ქვეყანა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა სურვილის შემთხვევაში ამას თავად გააკეთებს.
მანამდე ნიდერლანდებმა უკრაინას უკვე მიაწოდა Patriot-ის კომპონენტები, მათ შორის რაკეტები და გამშვები დანადგარები. ახლა საუბარია რადარებსა და გამშვებ დანადგარებზე, იუწყება ბელგიური სააგენტო Belga. ოლონგრენს არ დააკონკრეტებია მიწოდების ვადები.
”ამ მომენტში ფაზლის ყველა ნაწილი შეიკრიბა“, - თქვა მან.
ოლონგრენი, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, დატოვებენ თანამდებობებს, როდესაც გასულ შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებში ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულდება.