შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამს მოუწოდა მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აღნიშნული მოწოდება ვლადიმირ პუტინის ჰანოიში ვიზიტის შემდეგ გაჯღერდა.
„ჩვენ ველით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დიალოგს აწარმოებს რუსეთის მთავრობასთან და განსაკუთრებით მასპინძლობს რუსეთის მთავრობის ლიდერებს, მკაფიოდ გამოხატავს თავის პატივისცემას გაერო-ს წესდების პრინციპებისადმი, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იტყვის, რომ ეს პრინციპები დაცული უნდა იყოს მთელ მსოფლიოში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმას“ ბრიფინგზე.
ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ვიეტნამთან ფოკუსირებული იქნება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
რუსეთი და ვიეტნამი 20 ივნისს პუტინის სახელმწიფო ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ კავშირებს, აღნიშნული ვიზიტიმიზნად ისახავს ალიანსების გაძლიერებას, რათა დაუპირისპირდეს მოსკოვის იზოლაციისთვის დასავლეთის მცდელობებს უკრაინაში ომის გამო.
პუტინი ვიეტნამში ჩრდილოეთ კორადან ჩავიდა, სადაც კიმ ჩენ ინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას აგრესიის შემთხვევაში.