ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში სიცხისა და ქარიშხლის შედეგად 60-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 62-დან 46 ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა, დანარჩენ 16-ს ამ დრომდე ებრძვიან. სახანძრო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, დაიცვან კომპეტენტური ორგანოების მითითებები ევაკუაციის შესახებ.
მეხანძრეები, მოხალისეები და სამოქალაქო დაცვის ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ათენის გარეუბანში მასშტაბურ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 45 სატრანსპორტო საშუალებაა ჩართული, ოპერაციაში მონაწილეობს 6 თვითმფრინავი და 11 ვერტმფრენი.