კანადამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სიკვდილთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.
კანადის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციები შემოღებულია „ნოვიჩოკით“ ნავალნის 2020 წელს მოწამვლის, 2021 წელს მოსკოვის აეროპორტში პოლიტიკოსის უკანონოდ დაკავებისა და პატიმრობის დროს მისი უფლებების დაუცველობის ფაქტების გამო.
დასანქცურებულ პირებს ეკრძალებათ კანადის ტერიტორიაზე შესვლა. გარდა ამისა, კანადის ნებისმიერ მოქალაქეს ეკრძალება მათთვის ხელის შეწყობა ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში, მათთვის საქონლის მიწოდება და ფინანსური მომსახურების აღმოჩენა.