ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, როდესაც ამერიკის ელჩი განცხადებას აკეთებს, ის მისი სახელმწიფოს სახელით საუბრობს.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გულდაწყვეტა და კრიტიკული დამოკიდებულებაა ამ განცხადებებში სწორედ იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ ამ ვითარებამდე მიიყვანა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან.
საუბარია დახმარების გადახედვაზე, სანქციებზე, ასევე არაკეთილმოსურნეებთან კავშირების გაღრმავებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანცირებაზე, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“ - თქვა გიგი წერეთელმა.