უკრაინული მედიის ცნობით, 19 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 21 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 19 გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის, მიკოლაევის, დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის და ლვოვის რაიონებში მტრის 19 დრონი ჩამოაგდეს.
როგორც იუწყებიან, მტერმა თავდასხმა რუსეთის პრიმორსკი-ახტარისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან განახორციელა.