საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ნაკრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“, – წერს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ქალაქ დორტმუნდში გამართა. საქართველო-თურქეთის შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.